რეტროლენტური ფიბროპლაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეტროლენტური ფიბროპლაზია – (ლათ. Retro უკან + lens, lentis აქ – ბროლი; ლათ. Fibra ბოჭკო + ბერძ. Plasis ფორმირება; სინ.: დღენაკლთა რეტინოპათია) თვალის ორმხრივი დაავადება, რომლის დროსაც ბროლის უკან წარმოიქმნება მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი მემბრანა, რომელიც მიწებებულია აშრევებულ ბადურასთან. დაავადება ვითარდება უპირატესად დღენაკლ ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ 1600 გ – ზე  ნაკლები წონით და აღენიშნებათ სუნთქვის დარღვევები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა