როტავირუსული გასტროენტერიტი

როტავირუსული გასტროენტერიტი – (სინ.: არაბაქტერიული გასტროენტერიტი, ეპიდემიური გასტროენტერიტი) ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ღებინებით, წყლიანი განავლით, ტკივილებით მუცლის არეში და ინტოქსიკაციით. გამომწვევია როტავირუსი, გამომწვევის წყარო – დაავადებული ადამიანი. ინფექციის გადაცემის გზა ფეკალურ – ორალურია. ავადდებიან უპირატესად ბავშვები 6 თვიდან 1 წლამდე ასაკში; ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 15 საათიდან 5 დღემდე. დაავადება იწყება მწვავედ; პირველი ნიშანია ფაღარათი, გულისრევა, ღებინება და ტკივილი მუცელში. ღებინება აღინიშნება 3 – 4 – ჯერ, დეფეკაცია 10 – 15 – ჯერ, დამახასიათებელია სისუსტე და ადინამია; წყლისა და მარილების დაკარგვა იწვევს ზომიერ გაუწყლოვნებას. იშვიათ შეთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მწვავე გულ – სისხლძარღვოვანი უკმარისობა და თირკმლის უკმარისობა. დაავადების ხანგრძლივობა 2 – 7 დღეა; პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..