რქოვანა გარსის წყლული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რქოვანა გარსის წყლული – (თვალის დაავ.)  რქოვანას ინფიცირებული ზედაპირული ტრამვები და უცხო სხეულები, მისი დაზიანება ხის ტოტებით, მარცვლეულის ღეროებით, ნაფოტებით და ა.შ. ინფექციის წყაროს ხშირად წარმოადგენს ჩირქოვანი დაკრიოცისტიტი (იხ.). სიმპტომები. გაღიზიანების მკვეთრად გამოხატული მოვლენები: ცრემლდენა, სინათლის შიში, ბლეფაროსპაზმი, თვალის კაკლის სისხლძარღვების  ინექცია. რქოვანაში ვლინდება დეფექტი მისი კიდეების ჩირქოვანი ინფილტრაციით. ხშირად წყლულის ერთი კიდე წამოწეულია რქოვანას ზედაპირიდან, ამოღრმავებული და გაფაშრებულია, გარშემორტყმულია ჩირქოვანი ინფილტრატის ყვითელი ზოლით, რომელიც თანდათანობით ვრცელდება ზედაპირულად და სიღრმეში (რქოვანას მცოცავი წყლული). წინა საკანში აღინიშნება ჩირქი, ვლინდება ფერადი გარსის ანთება. შესაძლებელია წყლულის პერფორაცია, შიგნითა ნაწილების ინფექცია (ენდოფთალმიტი, პანოფთალმიტი). შეხორცების დროს მის ადგილზე რჩება მყარი შემღვრევა – რქოვანას ლიბრი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა