სამკურნალო წიგნი კარაბადინი

სამკურნალო წიგნი კარაბადინი

სამკურნალო წიგნი კარაბადინი – XV ს. სამედიცინო ძეგლი, რომლის ავტორია ზაზა ფანასკერტელი – ციციშვილი. წიგნი 2 ტომად არის შედგენილი და მასში საკმაო სიზუსტითაა განხილული მედიცინის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, აღწერილია დაავადებათა გამოცნობის ხერხები, ობიექტური გასინჯვის მეთოდები. ავადმყოფთა გამოკვლევის უაღრესად რაციონალური სქემა; კარგად არის გაშუქებული სამკურნალო საშუალებათა სხვადასხვა ფორმა, მკურნალობის მრავალნაირი მეთოდი. >>>>

განხილულია ადამიანის ანატომიის და ფიზიოლოგიის ძირითადი საკითხები, მოცემულია ფსიქიკის მატერიალ. გაგების ელემენტები, ტვინი აღიარებულია გარემოს შეცნობის ორგანოდ.

ავტორი უარყოფს ფსიქიკური დაავადების მისტ. ბუნებას და მიიჩნევს მას ტვინის ორგანულ დაავადებად, რომელიც საჭიროებს მკურნალობას წამლებით და არა მაგიურ – რელიგიური რიტუალებით.

”სამკურნალო წიგნი  –  კარაბადინი” შუა საუკ. ერთ – ერთი მნიშვნელოვანი წყაროა როგორც სამედიცინო – ბიოლოგიური, ისე ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზროვნების ისტორიისათვის.

გამოც.: ფანასკერტელ – ციციშვილი ზ., ”სამკურნალო წიგნი. კარაბადინი, [წგნ. 1 – 2], თ ., 1978 მ. შენგელია. [“1”]

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!