ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
სამუშაოს ანალიზი – სამუშაოს სისტემატური და დაწვრილებითი გამოკვლევის პროცესი. სამუშაოს ანალიზი – ეს არის სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლების განსაზღვრა, ინფორმაციის მოწესრიგებისა და შეფასების პროცესი, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოსთან ან მომუშავესთან. ინფორმაცია შესაძლოა ასახავდეს სამუშაოს შინაარს, რომელიც გამოხატულია კონკრეტული სამუშაოს ფუნქციების ან პროცედურების ტერმინებით, ან ის შეიძლება შედგებოდეს მომუშავის დახასიათებისაგან.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა