სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიები – (გინეკ.)გინართრეზიები – სასქესო არხის ამა თუ იმ ნაწილის გამავლობის არარსებობა. ვითარდება ემბრიონალურ პერიოდში ტრამვების ან საშოს დიფტერიული წყლულების გამო განვითარებული ანომალიების შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. გინართრეზიების დროს, სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ყოველთვიურად აღინიშნება ტკივილები მუცლის ქვედა მიდამოში, მეორადი სასქესო ნიშნების განვითარების ფონზე არ ვლინდება ხილული მენსტრუაცია (იხ. ,,კრიპტომენორეა’’). გინეკოლოგიური გამოკვლევით აღინიშნება სიმსივნური წარმონაქმნი მცირე მენჯის ღრუში. ჰიმენის ატრეზიის დროს, უკუდინების არარსებობის შედეგად, ვითარდება საშოში სისხლის დაგროვება. აღინიშნება ჰიმენის გამობერილობა. საშოს სიღრმე მხოლოდ 0,5 – 2 სმ – ია. მენსტრუალური სისხლის უკუდინების არარსებობას მივყავართ მის დაგროვებამდე საშვილოსნოში, ფალოპის მილებში, საშოს ზედა ნაწილში (ჰემატომეტრა, ჰემატოსალპინქსი, ჰემატოკოლპოსი). ორი ხელით გამოკვლევისას (სწორი ნაწლავიდან) ისინჯება მჭიდროდელასტიური სიმსივნური წარმონაქმნი. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პოსტოპერაციული მოვლა. ხდება საშოს დამუშავება წყალბადის ზეჟანგით, ფურაცილინის ხსნარით, სინტომიცინის ემულსიით.  საშოს აპლაზია (არარსებობა) აღინიშნება მიულერის გზების ქვედა ნაწილების განუვითარებლობის დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ყოველთვიურად ვლინდება ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში. ორი ხელით გამოკვლევისას (საშოსმხრივი ან რექტალური) ისინჯება გადიდებული მტკივნეული საშვილოსნო, ხოლო ზოგჯერ მჭიდროდელასტიური სიმსივნური წარმონაქმნიც მის (საშვილოსნოს) ორივე მხარეს – ჰემატოსალპინქსი. საშოს და საშვილოსნოს გაორება – სასქესო ორგანოების განვითარების თანდაყოლილი დეფექტი. შესაძლებელია ამ პათოლოგიის სხვადასხვა ვარიანტების არსებობაც: საშოს ძგიდე, საშვილოსნოს ძგიდე, ორმაგი საშო, ორრქიანი საშვილოსნო ორი ან ერთი საშოთი და ორი ან ერთი საშვილოსნოს ყელით, ორმაგი საშვილოსნო და ა.შ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა