სახსრების პანარიციუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სახსრების პანარიციუმი – ფალანგთშორისი სახსრის სასახსრე ჩანთის დაჩირქება. დამახასიათებელია მკვეთრი ტკივილის სინდრომი, მაღალი ტემპერატურა; თითი გაბერილი, მკვეთრად მტკივნეულია, გამოხატულია მტკივნეულობა თითის ღერძზე დაკაკუნებისას. ზონდით გამოკვლევისას აღინიშნება მტკივნეულობა არა მხოლოდ სახსრის დონეზე მყესის ბუდის ზონაში, არამედ სხვა პარაარტიკულარულ ქსოვილებში. აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქციის გამოსარიცხავად. მკურნალობა კონსერვატულია მხოლოდ საწყის სტადიაში  –  სახსრის პუნქცია მასში ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების შეყვანით, მტევნის და თითის  იმობილიზაცია ფუნქციური მდგომარეობაში. პანარიციუმის შორს წასულ შემთხვევებში და კონსერვატული მკურნალობის არაეფექტურობის დროს  –  ოპერაცია (ართროტომია, სახსრის ღრუს დრენირება). პროგნოზი სერიოზულია, თითის ფუნქცია ხშირად დარღვეულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა