სეგრენის (ანუ შეგრენის) სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სეგრენის (ანუ შეგრენის) სინდრომი – გარეგანი სეკრეციის ჯირკვლების უკმარისობის სინდრომი. დამახასიათებელია მშრალი კერატოკონიუნქტივიტი, პირის და ცხვირის ღრუს, ხახის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლების ჰიპერტროფია და ნერწყვის გამოყოფის უკმარისობა. კუჭის სეკრეციის უკმარისობა ან სრული დათრგუნვა, ჯირკვლის გარეგანი სეკრეციის მოშლა. კანი მშრალია, იქერცლება, დეპიგმენტირებულია, შესაძლოა ეგზემის განვითარება. დამახასიათებელია ქრონიკული პოლიართრიტი, კბილების და ძვლების კალციფიცირების მოშლა, კბილების კარიესი. შესაძლოა ქრონიკული არტერიიტი კიდურების განგრენით, სისხლში დისპროტეინემია, ჰიპოქრომული ანემია, რკინის ნაკლებობა, ფიბრინოგენის კონცენტრაციის ზრდა. ვითარდება უპირატესად ქალებში კლიმაქსის ან მენოპაუზის პერიოდში, აგრეთვე ახალგაზრდა ასაკში, თუ ადგილი აქვს ოვარიულ უკმარისობას. სინონიმები:მიკულიჩ – გუჟერო – სეგრენის სინდრომი, მიკულიჩ – სეგრენის სინდრომი, მულოკ – ჰუვერ – გუჟერო – სეგრენის სინდრომი, გუჟერო – ჰუვერ – სეგრენ – მიკულიჩის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა