სეპტიკოპიემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სეპტიკოპიემია – (ქირურგ.) სისხლის ჩირქმბადი მიკრობებით ან მათი ტოქსინებით დასნებოვნების შემთხვევაში, როდესაც ხდება იმუნური მექანიზმების მოშლა, ვითარდება მძიმე დაავადება – სეფსისი. თუკი ამასთან ერთად სისხლში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით მიკრობები, ასეთ მდგომარეობას ეწოდება სეპტიცემია. თუ ასეთი მდგომარეობა განპირობებულია არა სეპტიცემიით, არამედ სისხლში მხოლოდ მიკრობების ცხოველმყოფელობის პროდუქტების – ტოქსინების არსებობით, ამას ტოქსემია ეწოდება, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ინტოქსიკაციას თან სდევს სხვადასხვა ქსოვილებში და ორგანოებში ჩირქოვანი კერების წარმოქმნა, მაშინ საუბრობენ სეპტიკოპიემიის არსებობაზე.  სიმპტომები, მიმდინარეობა. მაღალი ტემპერატურა მნიშვნელოვანი ცვალებადობით და შემცივნებებით. ავადმყოფის ზოგადი მძიმე მდგომარეობა, სუსტი ავსების გახშირებული პულსი, მკვეთრად გამოხატული საერთო სისუსტე, ზოგჯერ უხვი ოფლიანობა, ავადმყოფის განლევა. სისხლში ნახულობენ მაღალ ლეიკოციტოზს თეთრი ფორმულის მარცხნივ მკვეთრი გადახრით. ჩირქოვანი ჭრილობები დუნე და სისხლმდენია, ჩირქის გამოყოფა მცირდება, ჭრილობა მშრალი ხდება. 2.  სეფსის ფორმა, რომლის დროსაც ორგანიზმის ინტოქსიკაციასთან ერთად ხდება მეტასტაზური აბსცესების ჩამოყალიბება სხვადასხვა ქსოვილებში და ორგანოებში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა