სილვესტის დაავადება ანუ სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სილვესტის დაავადება ანუ სინდრომი – ეპიდემიური მიალგია, მწვავე ეპიდემიური მიოზიტი, ეპიდემიური პლევროდინია, მშრალი პლევროზია, ეპიდემიურ – კუნთოვანი რევმატიზმი, ”ეშმაკის გრიპი”. ეპიდემიური მიოზიტი ”ბ”ჯგუფის კოკსაკის ვირუსით გამოწვეული ეპიდემიური ხასიათის დაავადება. პირველად დადგინდა კუნძულ ბორნჰოლმზე. კლინიკური სურათი ხასიათდება მუცლის და გულმკერდის კუნთების ძლიერი ტკივილით, სიცხიანობით, ზემო სასუნთქი გზების გაღიზიანებით. პროგნოზი დადებითია. სინონიმები: ბორნჰოლმის სინდრომი ანუ დაავადება, დაეს დაავადება, ფინზენ – დაეს დაავადება, ეპიდემიური მიალგია, მწვავე ეპიდემიური მიოზიტი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა