სინდრომი ვილფ – პარკინსონ – უაიტის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სინდრომი ვილფ – პარკინსონ – უაიტის – ფუნქციონალური და (ან) ანატომიური დარღვევა ანტრიოვენტრიკულურ კვანძში, ანტრიოვენტრიკულური სისტემის გასწვრივი დისოციაციის განვითარებით (იხ. გასწვრივი დისოციაცია); სინუსური იმპულსები პარკუჭებში ხვდებიან ერთდროულად ორი სხვადასხვა გზით – გამტარი სისტემის დამატებითი კონით (მოკლე გზა) და ნორმალური ატრიოვენტრიკულური გზით. შედეგად წარმოიქმნება პარკუჭთა ნაწილის ნაადრევი აქტივობა – ნაადრევი აგზების სინდრომი, რაც იწვევს პარკუჭზედა ტაქიკარდიას, იშვიათად წინაგულთა თრთოლვასა და ციმციმს, ძალიან იშვიათად პარკუჭოვანი ტაქიკარდიის პარქსიზმებს. მიზეზები: გულის გამტარი სისტემის თანდაყოლილი ანომალია, მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიოსკლეროზი, თირეოტოქსიკოზი, რევმოკარდიტი, სათითურას პრეპარატებით მოწამვლა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა