სინუს – თრომბოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სინუს – თრომბოზი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია თავის ტვინის ვენური სინუსების თრომბოზით. შესაძლოა ჰქონდეს ან სეპტიკური, ან ასეპტიკური ხასიათი და განვითარდეს როგორც მრავალი პათოლოგიური მდგომარეობების გართულება. კლინიკურად ვლინდება თავის ტკივილით, განმეორებითი  ღებინებით, ეპილეფსიური შეტევით, ცნობიერების დათრგუნვით ან დაბინდვით. 2. სიგმოიდური სინუსის თრომბოფლებიტი, რომელიც წარმოიქმნება როგორც შუა ჩირქოვანი ოტიტის გართულება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა