სისხლძარღვოვანი კრიზები (ანგიოდისტონიური კრიზები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სისხლძარღვოვანი კრიზები (ანგიოდისტონიური კრიზები) – სისტემური ჰემოდინამიკის ან ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის მწვავე გარდამავლი დარღვევები, განპირობებული სისხლძარღვთა ტონუსის მოშლით, ანუ არტერიების ჰიპერტონიით ან ჰიპოტონიით, ვენების ჰიპოტონიით, ქსოვილოვანი არტერიოვენური ანასტომოზების დისფუნქციით. აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის, ენდოკრინული სისტემის, ჰიპერტონული დაავადების და სხვა დაავადებების ფუნქციური და ორგანული პათოლოგიების დროს, რომლებიც ხასიათდებიან სისხლძარღვთა ტონუსის რეგულაციის დარღვევებით (მათ შორის ვაზოაქტიური სუბსტანციების –  ადრენალინის, ბრადიკინინის, ჰისტამინის, სეროტონინისა და სხვ.  ჭარბი პროდუქციით), საკუთრივ სისხლძარღვის კედლის და მისი რეცეპტორული აპარატის დაზიანებით (მაგალითად, გაყინვის, ათეროსკლეროზის, ვასკულიტების დროს).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა