სკლეროკისტური საკვერცხეების სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სკლეროკისტური საკვერცხეების სინდრომი – ხშირად ვითარდება ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევებისას, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დისფუნქციის ან საკვერცხეების პირველადი დაზიანების დროს (სტეროიდული ჰორმონების ბიოსინთეზის დარღვევა) და ხასიათდება სხვადასხვა ხანგრძლივობის ამენორეით (ზოგჯერ ადგილი აქვს აციკლურ სისხლდენას), ჰირსუტიზმით და ვირილური სინდრომის სხვა გამოვლინებით, სიმსუქნით, უნაყოფობით და პოლიკისტოზურად შეცვილილი საკვერცხეებით. ჩვეულებრივ გვხვდება 20 – 30 წლის ასაკში. დიაგნოზი ეყრდნობა ავადმყოფის ტიპიურ ჩივილებს და გინეკოლოგიური გამოკვლევისას საკვერცხეების ორმხრივად გადიდებას. დიაგნოზის დაზუსტება ხდება მცირე მენჯის ორგანოების რენტგენოგრაფიით პნევმოპერიტონეუმის დახმარებით, ულტრაბგერითი გამოკვლევით და ლაპარასკოპიით. ჰორმონული გამოკვლევისას ვლინდება 17 – კეტოსტეროიდების (20 მგ/დღეში) და ანდროსტენდიოლის შემცველობის მომატება. ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტები მიუთითებენ ანოვულაციაზე. თირკმელზედა ჯირკვლის გენეზის სინდრომის გამოსარიცხავად იყენებენ სინჯს დექსამეტაზონთან (1 მგ პრეპარატი დღეში 2 – ჯერ 3 – 5 დღის განმავლობაში), რომლის დროსაც ვლინდება 17 – კეტოსტეროიდების კონცენტრაციის დაქვეითება შარდში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა