სლოკინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სლოკინი – (ნერვ. დაავ.) – დიაფრაგმის კლონური კრუნჩხვები. ვითარდება ენცეფალიტების, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ნაწლავთა გაუვალობის, ნევროზების დროს, ოპერაციების შემდეგ და ა.შ. მკურნალობა. აუცილებელია სლოკინის მიზეზის დადგენა. სიმპტომური მკურნალობა: შიგნით მისაღებად 0,5% ნოვოკაინის ხსნარი 1 – 2 სუფრის კოვზი, ბელადონა – 0,015 გ, ამონაზინი, ეტაპერაზინი. 2.  დიაფრაგმისა და ნეკნთაშუა კუნთების უნებლიე, სინქრონული შეკუმშვა, რომელიც მოგვაგონებს ფორსირებულ ჩასუნთქვას და თან ახლავს დამახასიათებელი ხმა, რომელიც გამოწვეულია ხორხსარქველით ზედა სასუნთქი გზების უეცარი დახურვით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა