სოდოკუ

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სოდოკუ – ინფექციური დაავადება, რომელიც ვითარდება ვირთხისა და სხვა მღრღნელების  კბენის შედეგად. ძირითადი გამომწვევია პატარა სპირილა სპიროქეტების ოჯახიდან. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3 დღიდან 2 თვემდე. ვლინდება ცხელებით, ნაკბენის ადგილზე მტკივნეული ინფილტრატის წარმოქმნით, რომელიც ნეკროზირდება და წყლულდება, აგრთვე პოლიმორფული გამონაყარით. ზიანდება რეგიონული ლიმფური კვანძები, სახსრები, ნერვული სისტემა; გამომწვევი შესაძლოა აღმოჩენილი იქნას სისხლში და დაზიანების კერაში  მიკრობიოლოგიური მეთოდებით. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა