სომატური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სომატური უჯრედები – (somatocyti ბერძნ. soma, somatos  –  სხეული) ორგანიზმის ყველა უჯრედი, სასქესო  უჯრედების გარდა . სომატურ უჯრედებად მიჩნეულია ბლასტომერები, ემბრიონული ჩანასახების  უჯრედები (სასქესო  უჯრედების გარდა) და ქსოვილოვანი  უჯრედები. ისინი განსხვავდებიან დიფერენცირების დონითა და მიმართულებით. ნორმალურ პირობებში ყველა სომატური უჯრედი შეიცავს ქრომოსომების დიპლოიდურ ან პოლიპლოიდურ ნაკრებს, განსხვავებით მომწიფებული სასქესო  უჯრედებისგან, რომლებსაც ახასიათებთ ქრომოსომების ჰაპლოიდური ნაკრები. ვარაუდობენ, რომ ყველა სომატურ უჯრედს აქვს ერთნაირი გენომი, მათი სხვა­დასხვანაირი დიფერენცირება კი დაკავშირებულია ამა თუ იმ გენების ინაქტივაციასთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა