სომატური ციტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სომატური ციტოგენეზი – (cytogenesis somatica ბერძნ.cytos  –  უჯრედი და გენესის  –  განვითარება)  –  სომატური  უჯრედების განვითარების პროცესი. ის მიმდინარეობს ონტოგენეზის ჩანასახოვანამდე, ჩანასახოვან და ქსოვილოვან ეტაპებზე. ჩანასახოვანამდე და ჩანასახოვან პერიოდებში სომატური  უჯრედები ძირითადად ასრულებენ გამრავლებასა და ზრდასთან დაკავშირებულ ვეგეტატიურ ფუნქციებს. მოგვიანებით ჩანასახოვანიდან ქსოვილოვან ეტაპზე გადასვლისას  უჯრედები, ვეგეტატიურ ფუნქციებთან ერთად, სპეციფიკური ფუნქციების შესრულებასაც იწყებენ.  უჯრედების დიფერენცირების შედეგად მათ ციტოპლაზმაში წარმოიქმნება სპეციალიზებული სტრუქტურები.  უჯრედების განვითარება განისაზღვრება მათი მემკვიდრეობითა და იმ პირობებით, რომლებიც ქსოვილოვან სისტემაში იქმნება. ამრიგად, სომატური ციტოგენეზი ორგანიზმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთმანეთის შემცვლელი უჯრედული ციკლების გრძელი ჯაჭვია. ზემოაღნიშნული გაგებით ტერმინი „სომატური ციტოგენეზი“ შემოიღო ს.ი.შჩელკუნოვმა (1963). შინაარსით ამ ტერმინის მსგავსი აღნიშვნისაგან „უჯრედის დიფერენცირება“ ტერმინი „სომატური ციტოგენეზი“ უფრო ფართო მოცულობით განსხვავდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა