სპინა ვენტოზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სპინა ვენტოზა – (ლათ. Spina, წვეტი,  ძვალი  + ventosus გაბერილი, გასიებული)მოკლე, იშვიათღად გრძელი ლულისებრი ძვლების დიაფიზების ტუბერკულოზი. როგორც წესი, სპინა ვენტოზა სიმეტრიულად აზიანებს რამდენიმე ძვალს და შერწყმულია სუნთქვის ორგანოების, პერიფერიული ლიმფური კვანძების, თვალების, კანის, თირკმელების ტუბერკულოზთან; უპირატესად გვხვდება ადრეული ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა