სტენ – გრიქსონის მიოტონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სტენ – გრიქსონის მიოტონია – თანდაყოლილი მიოტონია. ვლინდება ადრე ბავშვობაში. ნებისმიერ უნებლიე მოძრაობაზე აღინიშნება კუნთების გახანგრძლივებული შეკუმშვა (მიოტონური რიგიდობა). იგივე მოძრაობის გამეორებაზე კუნთების დაჭიმვა თანდათან ქრება და მოძრაობა ხდება თავისუფალი. სიმპტომები ძლიერდება დაძაბუნებისას, ფიზიკურ გადაძაბვაზე, სიცივესა და ემოციაზე. დაავადება ნელა პროგრესირებს. ამ მიოტონიის დროს, განსხვავებით სხვა მიოტონიებისაგან, პარეტიული ფაქტორი სჭარბობს გაძნელებულ მოდუნებას, რითაც ხდება მოძრაობის აქტიური გახანგრძლივების მასკირება. სინონიმები: თომსენის დაავადება, ოჟეხოვსკის ფარული მიოტონია, ვესტფალ – თომსენის დაავადება, მარტინ – პანზემანის თანდაყოლილი მიოტონია. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა