სტერეოტაქსური მეთოდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სტერეოტაქსური მეთოდი – (ბერძ. Stereos მყარი, მოცულობითი სივრცითი + taxis განლაგება) ტვინის ღრმად მდებარე სტრუქტურებზე ქირურგიული ზემოქმედების მეთოდი ტვინის და ქალას ორიენტირების გამოყენებით. ნეიროქირურგიაში და ნეიროფიზიოლოგიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინის გარკვეულ წერტილამდე მიღწევა ქირურგიული ინსტრუმენტით, ისე რომ მინიმალურად დაზიანდეს მისი სხვა ნაწილები. სტერეოტაქსული მეთოდის ძირითადი ამოცანაა ტვინის სამიზნე – სტრუქტურების ზუსტი ლოკალიზაციის განსაზღვრა. 2.  თავის ტვინის მკაცრად განსაზღვრულ სტრუქტურებში მიკროინსტრუმენტების შეყვანის ნეიროქირურგიული ოპერაცია. გამოყოფენ დესტრუქციულ ოპეაციებს, რომელთა მიზანია ნეირონთა გარკვეული ჯგუფის განადგურება თავის ტვინის სიღრმეებში და სტიმულაციური ოპერაციები – ამ სტრუქტურებში ელექტროდების შეყვანა და მათი ფუნქციონალური ინაქტივაცია ელექტროსტიმულაციით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა