სტრიდორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სტრიდორი – (ლათ. stridor – სტვენა)კლინიკური სიმპტომი: ხმაურიანი სუნთქვა, რომელიც განპირობებულია ხორხის ან ტრაქეის სანათურის მნიშვნელოვანი შემცირებით. ხასიათდება დისტანციური სუნთქვით. აღინიშნება სპაზმოფილიის, ისტერიის, ქალა – ტვინის ტრავმის, ეკლამფსიის, სითხის ან მყარი ნაწილაკების ასპირაციისას, ალერგიული შეშუპების და ა. შ. დროს. როგორც პათოლოგიის დამოუკიდებელი ფორმა განიხილავენ თანდაყოლილ სტრიდორს, რომელიც აღინიშნება ბავშვებში სიცოცხლის 1 წელს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა