სულცბერგერ – გარბეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სულცბერგერ – გარბეს დაავადება – (M. B. Sulzberger, ამერიკ. ექიმი; W. Garbe, კანადელი დერმატოლოგი; სინ.: ქრონიკული ექსუდაციური დისკოიდური და ლიქენური დერმატოზი) დერმატოზი, რომელიც ხასიათდება პლაზმოციტული ინფილტრატების წარმოქმნით კანის გაფართოებული სისხლძარღვების ირგვლივ და ვლინდება ბალთების სახით, რაც იწვევს ქავილსა და აქერცვლას. დაავადება ვითარდება ხშირად მამაკაცებში 40 – 50 წლის ასაკში და ხასიათდება კანისმიერი გამოვლინებების მრავალფეროვნებით. თავდაპირველად იგი ჰგავს დერმატოზს, ეგზემას ან დისჰიდროზს. შემდგომში კი პროცესი ღებულობს დისემინირებულ ხასიათს; დაზიანების კერები ღებულობენ მკვეთრ საზღვრებს, ოვალურ ან დისკისებურ ფორმას; პერიოდულად წარმოიქმნება ექსუდაცია. მისი ჩაცხრობის შემდეგ კი კერების უმრავლესობა განიცდის ინფილტრაციას ან ლიქენიზაციას. დაავადების მიმდინარეობა ხანგრძლივია, გამწვავებებითა და რემისიებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა