ტელოფრაგმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტელოფრაგმა  – (telophragma ბერძნ. telos  –  ბოლო და phragma  –  ტიხარი: სინ. T ან Z ზოლი; გერმ. Zwischenscheibe – დან)  –  შუალედური ზოლი, ძირითადი მემბრანა)   თხელი ტიხარი, რომე­ლიც შუაზე ყოფს განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოს მიოფიბრი­ლების ნათელ y – დისკოს (წვრილი პროტოფიბრილების მიმაგრების ზონა იზოტროპული დისკოს ცენტრში). ორი მეზობელი ტელო­ფრაგმა საზღვრავს მიოფიბრილის უბანს, რომელსაც სარკომერი ეწოდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა