ტერფ – წვივის კონტრაქტურა (ცხენის ტერფი)

ტერფ  – წვივის კონტრაქტურა (ცხენის ტერფი)

ტერფის მანკიერი მდგომარეობა, როდესაც ავადმყოფს შეუძლია დააწვეს მხოლოდ თითებს და ტერფის დისტალურ ნაწილს. ვითარდება ტერფის გამშლელი ზედაპირის დამბლის ან მომხრელი ზედაპირის სპაზმური შეკუმშვების შედეგად. ბავშვებში ცხენის ტერფი აღინიშნება პოლიომიელიტის შემდეგ, ლიტლის დაავადებისას, მოზრდილებში შეიძლება განვითარდეს ტერფის თაბაშირის ნახვევით ხანგრძლივი ფიქსაციისას, აღნიშნული ნახვევის არასწორად დადების შემთხვევაში, აგრეთვე დაჭიმულობის არასათანადოდ მკურნალობის გამო, როდესაც არ ხდება ტერფის ფიქსაცია წვივის სწორი კუთხით. ის შეიძლება განვითარდეს ჭრილობების შედეგად, რომლებიც იწვევენ აქილევსის მყესის დამოკლებას.  მკურნალობა.

ბავშვებში პარალიზური ცხენის ტერფის შემთხვევაში გამოიყენება კონსერვატიული ორთოპედიული მკურნალობა ეტაპობრივი ნახვევებით, ფიზიოთერაპიული პროცედურებით, რომლებიც მიმართულია კუნთების გამაგრებისკენ და ინერვაციის აღდგენისკენ, აგრეთვე გამოიყენება ორთოპედიული აპარატები.

როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში, ორთოპედიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ნაჩვენებია პლასტიკური ოპერაციები (მყესების გადანერგვა, ართროდეზი).


.