ტვინშიდაკალციფიკაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტვინშიდაკალციფიკაცია – – კალციუმის მარილების ჩალაგება თავის ტვინის ნივთიერებაში, რომელიც შესაძლოა იყოს დიფუზური ან შედარებით ლოკალური. ფიზიოლოგიური კალციფიკაციას ექვემდებარება შიგაპარკუჭოვანი წნულები, ჯალღუზისებრი სხეული, ტვინის ნამგალი. პათოლოგიური კალციფიკაციის მიზეზი შესაძლოა იყოს კალციუმის ცვლის მოშლა, მაგ. ენდოკრინული დაავადებების დროს (ჰიპოპარათირეოზი, ფსევდოჰიპოპარათირეოზი, ჰიპერპარათირეოზი). აგრეთვე აღინიშნება სიმსივნეების, სისხლძარღვოვანი მალფორმაციებისას, ცისტიცერკოზის, თანდაყოლილი ინფექციების დროს. მისი გამოვლენის მეთოდია – თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა