ტოლერანტობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტოლერანტობა – (ლათ. tolerantia  –  მოთმინება) იმუნოლოგიური, ორგანიზმის ისეთი მდგომარეობა, როცა მას არ გააჩნია გარკვეული ანტიგენის მიმართ იმუნური რექციის უნარი. ტოლერანტული ორგანიზმის იმუნოკომპეტენტური სისტემა ვერ ”აღიქვამს” ანტიგენს, როგორც უცხო სხეულს, რას გამოც არ ხდება დაცვითი ძალების მობილიზება. სრულიად საწინააღმდეგო მოვლენა შეინიშნება ე. წ. ავტოიმუნური დაავადებების დროს, როდესაც ირღვევა ტოლერანტობა საკუთარი ანტიგენებისადმი  –  წარმოიქმნება ანტისხეულები რომლებიც აზიანებენ ამავე ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებს. ტოლერანტობა ვითარდება, მაგ., იმ შემთხვევაში, თუ ჩანასახოვან პერიოდში, როდესაც იმუნური სისტემა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ორგანიზმს კონტაქტი აქვს ანტიგენთან, რომელსაც ტოლეროგენს უწოდებენ. ტოლერანტობის გამომუშავებას განაპირობებს განსაკუთრებული T – ლიმფოციტების არსებობა, რომლებიც აკავებს ფაგოციტებსა და სხვა T –  და B –  ლიმფოციტების აქტივობას. ტოლერანტობა ბაქტერიული და და ვირუსული ანტიგენების მიმართ შეინიშნება ფარული ანუ ლატენტური ინფექციის დროს. თ. ჭანიშვილი. ტოქსიკოლოგიასა და ფარმაკოლოგიაში ტერმ. ” ტოლერანტობით” აღნიშნავენ მგრძნობელობის დაქვეითებას ფარმაკ. და ტოქსიკური პრეპარატების  (მაგ., ნარკოტიკების) მიმართ. მიჩვევას ძლიერად მოქმედი შხამებისადმი, რომლებიც შეჰყავთ ორგანიზმში უმცირესი დოზებით ხანგრძლივი დროის მანძილზე, ეწოდება აგრეთვე მითრიდატიზმი (პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორის სახელის მიხედვით). [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა