ტოქსოპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტოქსოპლაზმა – (Toxoplasma), პარაზიტული უმარტივესების გვარი კოქციდიების რიგისა. შეიცავს ერთ სახეობას T. gondii. ტოქსოპლაზმა სასიცოცხლო ციკლს გადის კატისნაირთა ნაწლავებში, სადაც ცისტოზოიდიდან წარმოიქმნება კვერცხისებრი ფორმის ოოციტა, რომელიც შეიცავს 2 სპორას, თითოეული კი 4 სპოროზოიტს. კატასნაირთა დაავადებას იწვევს სპორულირებული ოოცისტა. სხვა ძუძუმწოვრებში, აგრეთვე ადამიანსა და ფრინველებში მოხვედრილი ოოცისტა მრავალჯერად უსქესოდ მრავლდება. ორგანოებში ან ქსოვილში შეჭრისას  სპოროზოიტები გარდაიქმნებიან ნახევარმთვარისებრი ფორმის, აქტიური გამრავლების უნარის მქონე ერთუჯრედიან, 4 – 7 მკმ სიდიდის ტროფოზოიტებად (ენდოზოიტებად), რომელთა ულტრასტრუქტურა კოქციდიების მეროზოიტების იდენტურია. მასპინძლის ორგანოებში, მ. შ. ტვინში (ტოქსოპლაზმათი გამოწვეული ქრონ. დაავადებისას) წარმოიქმნება ცისტები, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ათას ერთბირთვიან ცისტოზოიტებს. ენდოზოიტები და ცისტოზოიტები ახ. მასპინძლის დაავადების წყაროა. ტოქსოპლაზმა ადამიანსა და ცხოველებში იწვევს ტოქსოპლაზმოზს. ი. გოგებაშვილი. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა