ტრისომიკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტრისომიკები – (trisomici ბერძნ.tri  –  სამი და soma, somatos  –  სხეული)   ანეუპლოიდური  უჯრედები, რომელთა დიპლოიდური ქრო­მოსომების ნაკრებს ემატება თითო – თითო ზედმეტი ქრომოსომა. ასეთი  უჯრედების ქრომოსომების ნაკრებში ერთი ქრომოსომა წარმოდგენილია სამჯერ და არა წყვილი ჰომოლოგიური ქრომოსომით, რო­გორც ჩვეულებრივ არის ხოლმე. პირობითად  უჯრედების  –  ტრისომიკების ქრომოსომული შემადგენლობა აღინიშნება ასე: 2n+1. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა