ტროქანტერიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტროქანტერიტი – ბარძაყის ძვლის დიდი ციბრუტის ანთება, ხშირად ტუბერკულოზური წარმოშობისა. ვლინდება ტკივილით, რომელიც ძლიერდება ბარძაყის განზიდვისას, ბარძაყის ზედა გარეთა მესამედის შეშუპებით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიურად. მკურნალობა – კიდურის იმობილიზაცია; ტუბერკულოზური წარმოშობის დროს  – ანტიტუბერკულოზური საშუალებები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა