ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ურეტერიტი – შარდსაწვეთის ანთება. ხშირად წარმოადგენს გართულებას თირკმელების ან შარდის ბუშტის ანთებისა, აღინიშნება აგრეთვე აპენდიკულარული აბსცესის, პროსტატიტის დროს. კლინიკურად ხასიათდება შარდის გამტარობის დარღვევით შარდსაწვეთში (ტკივილების წელის არეში). მკურნალობა – ანტიბაქტერიული თერაპია, რიგ შემთხვევებში – ოპერაციული მკურნალობა.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა