ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
უჯრედული კლონი – (clon cellulare ბერძნ.clon – შთამომავალი) – უჯრედების სუფთა ხაზი, რომელიც წარმოიქმნა ერთი საწყისი შთამომავლობის დამწყები უჯრედის თანდათანობითი გამრავლების შედეგად. უჯრედულ კლონებს იღებენ იზოლირებულ უჯრედულ კულტურებში. კლონებს უწოდებენ აგრეთვე ქსოვილის შემადგენლობაში მონათესავე უჯრედთა ჯგუფებს (უჯრედული გენერაციები და პოპულაციები, მონოციტოგენეზი). უჯრედული გენერაცია (ლათ.generatio – თაობა) – ერთი შთამომავლობის დამწყები უჯრედის თანმიმდევრული გამრავლების შედეგად წარმოქმნილი უჯრედთა ჯგუფი. უჯრედული პოპულაცია (ლათ.populatio – მოსახლეობა) – მსგავსი წარმოშობის ერთგვაროვანი უჯრედების ერთობლიობა. იხ.უჯრედული გენერაცია, მონოციტოგენეზი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა