ფაგოციტოზი – 1. (phagocytosis ბერძნ.phagein, phago – ვშთანთქავ და cytos – უჯრედი) – უჯრედის მიერ მკვრივი უცხო ნაწილაკების, მიკრობების დაშლილი უჯრედების შთანთქმა მათი შემდგომი უჯრედშიგა გადამუშავებით ფერმენტოლიზური მოქმედების შედეგად. ფაგოციტოზის აქტი შეიცავს შემდეგ სტადიებს: 1. ნაწილაკის დაფარვას ციტოპლაზმის გარეთა შრის ფირფიტისებრი წანაზარდებით (ე.წ. იალქნებით);
2. ციტოპლაზმის სიღრმეში ამ წანაზარდების (იალქნების) შეწევას მათზე მიკრული ნაწილაკებიანად; 3. ჩაყლაპული ნაწილაკის (მიკრობის) უჯრედშიგა ფერმენტულ გადამუშავებას. ფაგოციტოზის უნარი აქვს რეტიკულურ – ენდოთელური სისტემის უჯრედებს, რომლებსაც ფაგოციტები ეწოდება. ტერმინი „ფაგოციტოზი“ შემოიღო ი.ი.მეჩნიკოვმა (1882), რომელმაც აღწერა ეს მოვლენა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
3. ფაგოციტოზი – უცხო ნაწილაკების შთანთქმა განსაკუთრებული უჯრედების მიერ (ფაგოციტებით)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი