ფალოს ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფალოს ტრიადა – (E. L. A. Fallot, ფრანგი ექიმი) გულის თანდაყოლილი მანკი, რომელიც განპირობებულია ფილტვის ღეროს სტენოზით, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტით და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიით. განასხვავებენ ფალოს ტრიადის ორ ფორმას – აციანოზურს (,,თეთრს”) და ციანოზურს (,,ლურჯს”). ავადმყოფის ძირითადი ჩივილებია დაღლილობა, ქოშინი. აუსკულტაციით მოისმინება უხეში სისტოლური შუილი, რომლის ეპიცენტრი არის  გულმკერდის მარცხნივ, მეორე ნეკნთაშუა არე. ციანოზის განვითარებასთან ერთად წარმოიქმნება პოლიციტემია, იზრდება ჰემოგლობინის კონცენტრაცია სისხლში; ეკგ – ზე აღინიშნება მარჯვენა პარკუჭისა და მარჯვენა წინაგულის გადატვირთვის ნიშნები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა