ფერადი გარსი

ფერადი გარსი – (iris ბერძნ.iris, iridis  –  ცისარტყელა)   თვალის სისხლძარღვოვანი გარსის წარმონაქმნი, შეიცავს დიდი რაოდენობით პიგმენტურ უჯრედებსა და გუგის შემავიწროებელ და გამაგანიერებელ კუნთებს. წარმოადგენს თვალის დიაფრაგმას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი