ფერბანკის დაავადება

ფერბანკის დაავადება – (Th. Fairbank, ინგლ. რადიოლოგი; სინ.: მრავლობითი ეპიფიზარული დისპლაზია) ჩონჩხის სისტემური დაავადება, ეპიფიზარული დისპლაზიების ჯგუფიდან, რომლებიც განპირობებულია ეპიფიზების არასწორი და შენელებული ფორმირებით. სინდრომის კლინიკური ნიშნები ვლინდება როდესაც ბავშვი იწყებს სიარულს, ზოგჯერ კი მოგვიანებითაც. ძირითადი ჩივილებია სიარულის დროს სწრაფი დაღლა და ქვედა კიდურების სახსრების ტკივილები, სიკოჭლე, სიარულის მანერის დარღვევა. 5 – 7 წლის ასაკში აღინიშნება ტანდაბლობა ქვედა კიდურების დამოკლების ხარჯზე, ტანის სიგრძე ნორმალურია; ჩნდება მოხრითი კონტრაქტურები ზედა და ქვედა კიდურების სახსრებში. ვითარდება ტკივილის სინდრომი და მოძრაობის შეზღუდვა სახსრებში, კუნთების ატროფია, ხერხემლის გამრუდება.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი