ფიბროელასტოზი სუბენდოკარდული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფიბროელასტოზი სუბენდოკარდული – (ლათ. Fibra ბოჭკო + ბერძ. Elastikos ელასტიკური; sub ქვევით მდებარე  + ბერძ. endo შიგა,  + kardia გული; სინ.: ენდოკარდის ფიბროელასტოზი, თანდაყოლილი ენდოკარდიტი, ენდოკარდული სკლეროზი) თანდაყოლილი დაავადება, რომელიც ხასიათდება ენდოკარდში და მიოკარდის სუბენდოკარდულ ნაწილებში ფიბროზული და ელასტიკური ქსოვილის ზრდით. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს ელვისებურად, მწვავედ და ქრონიკულად. იზოლირებული სუბენდოკარდული ფიბროელასტოზის სიმპტომები ვლინდება სიცოცხლის პირველ 6 – 12 თვეში. ბავშვებს აღენიშნებათ ფერმკრთალობა, სისუსტე, ოფლიანობა, ციანოზი, ადვილად დაღლა კვების პროცესში, წონაში ცუდი მატება. გულ – სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ვლინდება არტერიული ჰიპოტენზია, გულის კუზი, კარდიომეგალია, გულის ტონების მოყრუება, გალოპის რიტმი, ასევე ქოშინი, ტაქიკარდია, შეგუბეითი ხიხინები ფილტვებში. მისი გართულებებია მორგან – ადამ – სტოქსის სინდრომი გულის სრული ბლოკადის ფონზე, თრომბოემბოლური სინდრომი ჰემიპარეზის განვითარებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა