ფიზიოლოგიური ფუნქციები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფიზიოლოგიური ფუნქციები – –  ადამიანის, ცხოველის ან მცენარის მიერ რაიმე ბიოლოგიური მოთხოვნილების გამოვლინება, რაც გარემოსთან შეგუებას ემსახურება. ფიზიოლოგიური ფუნქციებს შეისწავლიან მოლეკულურ, უჯრედულ, ქსოვილურ, ცალკეული ორგანოს ან სისტემის, აგრეთვე მთლიანი ორგანიზმის დონეზე. ცხოველური ორგანიზმის ფუნქციურ სისტემებს წარმოადგენენ სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მონელების, გამოყოფის, მხედველობის, სმენის, გამრავლებისა და სხვ. სისტემები. უჯრედის, ქსოვილის, ორგანოს თუ მთელი ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციები წარმოადგენენ ორგანიზმის ფილოგენეზის და ონტოგენეზის შედეგს. ამ განვითარების პროცესში ხდება ცალკეულ ფუნქციათა რაოდენობრივი და თვისებრივი ცვლილებები, ამიტომ ფიზიოლ. ამოცანაა ცალკეულ ფუნქციათა წარმოშობისა და განვითარების შესწავლა (ე. წ. ფუნქციოგენეზი). ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ძირითადი ფუნქციაა ნივთიერებათა ცვლა. ფიზიოლოგიური ფუნქციებიის კომპლ. შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილია შეტანილი შედარებით. ისტ. მეთოდის გამოყენებით (ი. სეჩენოვი, ი. პავლოვი, ნ. ვედენსკი). ლ. ორბელმა და მისმა მოწაფეებმა დაამუშავეს ფიზიოლოგიური ფუნქციების ევოლუც

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა