ფილოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფილოგენეზი  – (phylogenesis ბერძნ.phylon  –  გვარი, ტომი, genesis  –  განვითარება, წარმოშობა. სინ.ფილოგენია) მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, აგრეთვე ორგანიზმების ამა თუ იმ ტაქსონო­მიური ცალკეული ჯგუფის (ტიპების, კლასების და ა.შ.) ისტორიული განვითარების პროცესი. ტერმინი „ფილოგენეზი“ შემოიღო ე.ჰეკელმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  phylogenesis ორგანული სამყაროს განვითარების ისტორია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა