ფილტვისმიერი ჰიპერტენზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფილტვისმიერი ჰიპერტენზია – სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში წნევის მომატება. მიზეზები: ფილტვების ქრონიკული დაავადებები, გულის მანკები და სხვ. შესაძლოა განვითარდეს ხილული მიზეზის გარეშე. ვლინდება გულის მარჯვენა ნახევრის გადიდებით (ვლინდება დათვალიერებისას, ელექტროკარდიოგრაფიული და ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევების დროს), მარჯვენაპარკუჭოვანი გულის უკმარისობის გაჩენით, (შეშუპებები, ღვიძლის გადიდება), გულის წასვლა, ტკივილებით გულმკერდის არეში და სხვ. მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადებისადმი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა