ფიმოზი, პარაფიმოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფიმოზი, პარაფიმოზი – ფიმოზი წარმოადგენს  ჩუჩის თანდაყოლილ დაგრძელებასა და შევიწროებას. გამოყოფენ ორ ფორმას: 1. ჰიპერტროფული ფიმოზი  –  ჩუჩის თანდაყოლილი ,,ხორთუმისებური” დაგრძელება და შევიწროება, რომლის ქვეშ ადვილად ვითარდება მორეციდივე ანთება, შარდვის დარღვევები იწვევს მანკიერ წრეს და პრეპუციალური პარკის ზომების გადიდებას; 2. ატროფული ფიმოზი  –  ჩუჩის შევიწროება ასაკობრივი  ატროფიის, სკლეროდერმიის ან ქრონიკული ბალანიტის დროს წინასწარი ჰიპეტროფიის გარეშე. დიფერენციალური დიაგნოზი: პატარა ბავშვებში ჩუჩის შიგნითა ფურცლის ფიზიოლოგიური შეწებება სასქესო ასოს თავთან; არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალით გაცალკევება. გართულებები: ქრონიკული ბალანოპოსტიტი, პიელონეფრიტი,  სასქესო ასოს კიბო, სქესობრივი აქტის დარღვევები, პარაფიმოზი. მკურნალობა  –  ჩუჩის გაკვეთა; პროგნოზი კეთილსაიმედოა. პარაფიმოზი  –  სასქესო ასოს ჩაჭედვა რეტრაგირებული ჩუჩით. გართულებები: სასქესო ასოს ნეკროზი. მკუნალობა: სასქესო ასოს შეშუპების დროს ხუთწუთიანი გაცივების შემდეგ ცდილობენ მის რეპონირებას. წარუმატებლობის შემთხვევაში  –  ჩუჩის გაკვეთა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა