ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
უჯრედისმეტაბოლიზმი – (metabolismus cellulae ლათ.metabole – ცვლილება, გარდაქმნა) – ნივთიერებათა უჯრედშიგა ცვლა, რომელიც უფრო მეტადაა გამოხატული უჯრედის ცხოველმყოფელობის ინტერფაზულ პერიოდში და მნიშვნელოვნადაა დათრგუნული მიტოზის განმავლობაში. აქედან უჯრედის ინტერფაზულ, მიტოზშუა მდგომარეობას ხშირად მეტაბოლურს უწოდებენ. უჯრედის მეტაბოლიზმი შედგება საპირისპიროდ მიმართული და, ამავე დროს, ერთ მთლიანად გაერთიანებული სინთეზის (უჯრედის ანაბოლიზმი – იხ.) პროცესებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა