Tag Archives: უჯრედშიგა

ციტოპლაზმის ჩანართები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმის ჩანართები – (inclusiones cytoplasmatis სინ.დეიტოპლაზმა, პარაპლაზმა) – ციტოპლაზმის არამუდმივი ნაწილები, რომლებიც უფრო ხშირად არიან უჯრედშიგა ცვლის პროდუქტები ან სეკრეციის და პიგმენტების წარმოქმნის პროცესში გამომუშავებული ნივთიერებანი, ან ფაგოციტოზისა და პინოციტოზის საშუალებით უჯრედის მიერ გარემოდან შთანთქმული ნაწილაკები. თხიერ ჩანართებს ეწოდება ვაკუოლები, მკვრივს – გრანულები. არჩევენ ჩანართების რამდენიმე ჯგუფს:

Read More

ციტომემბრანები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტომემბრანები – (cytomembranae ბერძნ.cytos – უჯრედი და ლათ. membrana – გარსი, კანი) სხვადასხვა ტიპის უჯრედშიგა ციტოპლაზმური მემბრანები, რომლებიც უჯრედების ულტრასტრუქტურული ორგანიზაციის ძირითადი (გრანულურთან ერთად) ელემენტებია. ტერმინი შემოიღო შესტრანდმა (1955). შესტრანდის კლასიფიკაციით, არჩევენ 3 ტიპის ციტომემბრანებს – α, β, γ. იხ. ქვევით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More