ციტოპლაზმის ჩანართები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ციტოპლაზმის ჩანართები – (inclusiones cytoplasmatis სინ.დეიტოპლაზმა, პარაპლაზმა) – ციტოპლაზმის არამუდმივი ნაწილები, რომლებიც უფრო ხშირად არიან უჯრედშიგა ცვლის პროდუქტები ან სეკრეციის და პიგმენტების წარმოქმნის პროცესში გამომუშავებული ნივთიერებანი, ან ფაგოციტოზისა და პინოციტოზის საშუალებით უჯრედის მიერ გარემოდან შთანთქმული ნაწილაკები. თხიერ ჩანართებს ეწოდება ვაკუოლები, მკვრივს – გრანულები. არჩევენ ჩანართების რამდენიმე ჯგუფს: 1. ტროფიკულს (ცხიმის წვეთებს, ცილის გრანულებს, გლიკოგენის ბელტებს და სხვ.); 2. პიგმენტურს (ჰემოგლობინს, მელანინს, ლიპოფუსცინს და სხვ.); 3. სეკრეციულს (ზიმოგენის გრანულებს და სხვ.); 4. ექსკრეციულს (ნაღვლის მჟავებს, შარდოვანასა და სხვ.); 5. რეკრეციულს (წყლის წვეთებს).; 6. სპეციფიკურს (A, C და სხვა ვიტამინებს, როდოფსინს); 7. არასპეციფიკურს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა