Tag Archives: გლიკოგ

ციტოპლაზმის ჩანართები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმის ჩანართები – (inclusiones cytoplasmatis სინ.დეიტოპლაზმა, პარაპლაზმა) – ციტოპლაზმის არამუდმივი ნაწილები, რომლებიც უფრო ხშირად არიან უჯრედშიგა ცვლის პროდუქტები ან სეკრეციის და პიგმენტების წარმოქმნის პროცესში გამომუშავებული ნივთიერებანი, ან ფაგოციტოზისა და პინოციტოზის საშუალებით უჯრედის მიერ გარემოდან შთანთქმული ნაწილაკები. თხიერ ჩანართებს ეწოდება ვაკუოლები, მკვრივს – გრანულები. არჩევენ ჩანართების რამდენიმე ჯგუფს:

Read More

ღვიძლის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის უჯრედები – (cellulae hepaticae seu hepatocyti)   ჰეპატოციტები ღვიძლის პარენქიმის ეპითელური  უჯრედებია. ისინი განლაგებულია ბაგირაკების მსგავსად, რომლებიც რადიალურადაა მიმართული ღვიძლის წილაკების ფარგლებში. ბაგირაკებს შორის გადის წილაკთაშიგა კაპილარები. ღვიძლის  უჯრედები გამოიმუშავებს ნაღველს, აგროვებს გლიკოგენს, გამოყოფს შარდოვანას, სისხლის ცილებსა და სხვა ნივთიერებებს. იხ. ჰეპატოციტები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More