ქრომაფინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრომაფინომა – 1. (chromaffinoma) კატექოლამინპროდუცირებადი სიმსივნე, რომელიც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებიდან ან თირკმელზედა ჯირკვლის გარე ქრომაფინული ქსოვილიდან. ქრომაფინომები შედგებიან ქრომაფინური უჯრედებისაგან რომლებიც ახდენენ კატექოლამინების სეკრეციას – ადრენალინის, ნორადრენალინის და დოფამინის. დაავადების საწყისი ნიშნები არასპეციფიკურია; ავადმყოფები უჩივიან სისუსტეს, ტაქიკარდიას, თავის ტკივილებს, თვბრუსხვევას, ემოციურ არამდგრადობას, ოფლიანობას, მადის დაქვეითებას, სიგამხდრეს; როგორც წესი,  ავადმყოფებს აღენიშნებათ კიდურების გაცივება, კანის სიფერმკრთალე; მხოლოდ ავადმყოფთა ერთ ნაწილში დაავადების საწყის სიმპტომს წარმოადგენს კატექოლამინური კრიზი არტერიული წნევის მკვეთრი მომატებით, რაც შესაძლოა განვითარდეს ტრავმის (მათ შორის ფსიქიკურის) შედეგად, ინფექციური დაავადების, ალკოჰოლის მოხმარების შემდეგ და ა. შ. აღინიშნება თავის ძლიერი ტკივილი, კანის სიფერმკრთალე, ტაქიკარდია, ტკივილი გულის არეში, მუცელში, მხედველობის გაუარესება და ა. შ. კრიზი შესაძლოა გართულდეს ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევით, მიოკარდის ინფარქტით, მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობით, რაც აუარესებს დაავადების პროგნოზს. 2.  სიმსივნე, რომელიც ვითარდება თავის ტვინის ნივთიერებიდან ან ანალოგიური ქსოვილიდან, რომელიც მდებარეობს თირკმელზედა ჯირკვლის გარეთ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook