ქრომაფინური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრომაფინური უჯრედები – (chromaffinocyti ლათ. chromum  –  ქრომი და ბერძნ. affinis  –  მონათესავე) თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების  უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ადრენალინსა და ნორადრენალინს. ორქრომმჟავა კალიუმის ხსნარით დამუშავების დროს ამ  უჯრედების ციტოპლაზმაში გროვდება აღდგე­ნილი ქრომის რუხი ნალექი, აქედან წარმოდგება სახელწოდებაც. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook