Tag Archives: ქრომის

ქრონიკული ჰიპერტროფირებადი სურდო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული ჰიპერტროფირებადი სურდო – შედეგია ქრონიკული კატარული (მარტივი) სურდოსი. ჩვეულებრივ ვითარდება არახელსაყრელი ფაქტორების ხანგრძლივი მოქმედების შედეგად (მტვერი, აირები, არასასურველი კლიმატი და სხვ.). დაავადების მიზეზი ხშირად არის ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთებითი პროცესი ან ადენოიდები. ხასიათდება შემაერთებელი ქსოვილის ზრდით,  უპირატესად კავერნოზული ქსოვილის დაგროვების ადგილებში (ცხვირის ქვედა და შუა

Read More

ქრომაფინური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომაფინური უჯრედები – (chromaffinocyti ლათ. chromum  –  ქრომი და ბერძნ. affinis  –  მონათესავე) თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების  უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ადრენალინსა და ნორადრენალინს. ორქრომმჟავა კალიუმის ხსნარით დამუშავების დროს ამ  უჯრედების ციტოპლაზმაში გროვდება აღდგე­ნილი ქრომის რუხი ნალექი, აქედან წარმოდგება სახელწოდებაც. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More