ქრონიკული ჰიპერტროფირებადი სურდო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული ჰიპერტროფირებადი სურდო – შედეგია ქრონიკული კატარული (მარტივი) სურდოსი. ჩვეულებრივ ვითარდება არახელსაყრელი ფაქტორების ხანგრძლივი მოქმედების შედეგად (მტვერი, აირები, არასასურველი კლიმატი და სხვ.). დაავადების მიზეზი ხშირად არის ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთებითი პროცესი ან ადენოიდები. ხასიათდება შემაერთებელი ქსოვილის ზრდით,  უპირატესად კავერნოზული ქსოვილის დაგროვების ადგილებში (ცხვირის ქვედა და შუა ნიჟარების წინა და უკანა ბოლოები). სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირიდან მუდმივი გამონადენი და მისი გაჭედვა, სიმძიმის გრძნობა თავში და თავის ტკივილი, ყნოსვის დაქვეითება. ხშირად  ზიანდება ქვედა და შუა ნიჟარების წინა და უკანა ბოლოები. მკურნალობა. ზომიერი ჰიპერტროფიის დროს ქვედა ნიჟარებს მიწვავენ ქრომის მჟავითა და სხვ. უეფექტობის შემთხვევაში ახორციელებენ გალვანოკაუსტიკას; მკვეთრად ჰიპერტროფიულ უბნებს ამოკვეთენ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა