ქრომოსომული აბერაციები

  • თურმანიძის მალამოები

ქრომოსომული აბერაციები – 1. (aberrationes chromosomati ლათ.aberratio  –  გადახრა)   ქრომოსომების სტრუქტურის ცვლილება, რაც გამოწვეულია უჯრედებზე მუტაგენური ფაქტორებისა (იხ. მუტა­ციები) და, უპირველეს ყოვლისა, მაიონიზებელი გამოსხივების, კანცე­როგენებისა და სხვ. მოქმედებით. არჩევენ ქრომოსომული აბერა­ციების რამ­დენიმე სახესხვაობას: 1. ქრომოსომის გახლეჩას  –  ქრომოსომის განივ გახლე­ჩას მოტეხილი ბოლო სეგმენტის სრული მოცილებით. ამ დროს იქმნება და­მოკლებული ქრომოსომა და მისგან მოცილებული ნატეხი; 2. დელეციას , ანუ ნაკლებობას, რაც დაკავშირებულია ქრომოსომის უბნის ამოვარ­დნასთან. ეს შესაძლებელია ქრომოსომის ორი განივი მოტეხილობის შემთხ­ვევაში მისი ფრაგმენტის ამოვარდნით, რომელიც მოტეხილობებს შორი­საა. ქრომოსომის მოტეხილი ბოლოებისა და ბოლო სეგმენტის შეერ­თების შემდეგ წარმოიქმნება დამოკლებული ქრომოსომა, რომელშიც არ არის ამოსოლილი ფრაგ­მენ­ტი; 3. ტრანსლოკაციას  –  გამოცალკე­ვებული ნატეხების ურთიე­რთგაცვლას ქრომოსომებს შორის მათი განივი მოტე­ხილობის შემდეგ. ამ დროს ქრომოსომების ფრაგმენტები არ უერ­თდება იმ ქრომოსომებს, რომლებსაც მოსწყდა; 4. ინვერსიას  –  ქრო­მოსომების ნა­ტეხის გადაბრუნებას 180o – ით ორ ადგილას ქრომოსომის გახ­ლეჩის შემ­დეგ; 5. დუპლიკაციას  –  ქრომოსომების რომელიმე უბნის გაორმაგებას. ქრომოსომული აბერაციები ქრომოსომულ დაავადებათა მიზეზია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  ქრომოსომის სტრუქტურის ცვლილება, რომელიც გამოწვეულია მისი გახლეჩით და გენეტიკური მასალის  შემდგომი გადანაწილებით, დაკარგვით ან ნაწილობრივი გაორმაგებით.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook